კახა კალაძე - პრეზიდენტი კონსტიტუციას რომ არღვევდა, ყველამ ვნახეთ, ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე უარის თქმით ის პირდაპირ არღვევს კანონს, გაუგებარია, რას ემსახურება ეს ყველაფერი
კახა კალაძე - პრეზიდენტი კონსტიტუციას რომ არღვევდა, ყველამ ვნახეთ, ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე უარის თქმით ის პირდაპირ არღვევს კანონს, გაუგებარია, რას ემსახურება ეს ყველაფერი

საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციას რომ არღვევდა, ყველამ ვნახეთ, ფარცხალაძისთვის მოქალაქეობის შეწყვეტაზე უარის თქმით პირდაპირ არღვევს კანონს, გაუგებარია, რას ემსახურება ეს ყველაფერი, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კითხვაზე, რას ემსახურებოდა პრეზიდენტის გადაწყვეტილება, კახა კალაძემ აღნიშნა, რომ  რთულია შეფასების გაკეთება.

„ვერ გეტყვით, არ ვიცი, ახლა ჩემი, თქვენი ფიქრები აქ არაფერ შუაში არ არის, ალბათ პირდაპირ მას უნდა დაუსვათ შეკითხვა, რა არის ამის მიზეზი. კონსტიტუციას რომ არღვევდა, ვნახეთ ეს ყველამ, ამ გადაწყვეტილებით პირდაპირ არღვევს კანონს, ამიტომ ჩემთვის ცოტა რთულია შეფასების გაკეთება და გაუგებარია, რას ემსახურება ეს ყველაფერი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კითხვაზე, უნდა ველოდოთ თუ არა, რომ ქართული კანონმდებლობით აგებს პასუხს ფარცხალაძე, კახა კალაძემ აღნიშნა, შესაბამისი სამსახურები მიიღებენ გადაწყვეტილებას.

„რაც შეეხება პასუხისგებას, რამდენიმე დღის წინ ვისაუბრე აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ალბათ ჩვენი შესაბამისი სამსახურები მიიღებენ დამატებით ინფორმაციას იმ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, რომელიც იქნა გაჟღერებული სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით, რადგან უფრო მეტი კონკრეტიკაა საჭირო, რათა კონკრეტული ნაბიჯები იქნეს გადადგმული. შეიძლება, ეს ასე საჯაროდ არ იყოს გაცხადებული, მაგრამ შესაბამისი სამსახურები ალბათ მიიღებენ ინფორმაციას“, – განაცხადა კალაძემ.