კახა კალაძე - პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას, ოპოზიციის მხრიდან ხდება ამის წახალისება, ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპაში დარბიან კაბინეტებში იმისთვის, რომ ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი
კახა კალაძე - პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას, ოპოზიციის მხრიდან ხდება ამის წახალისება, ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპაში დარბიან კაბინეტებში იმისთვის, რომ ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი

ოპოზიცია მაქსიმალურად ცდილობს, წაახალისოს ყველაფერი, რაც ცუდია, რაც ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესს და ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის დამაზიანებელია, ახალისებს ძალადობას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც პოლიციელებს სცემდნენ, „მოლოტოვის კოქტეილებს“ ესროდნენ, ოპოზიცია ყველაფერს ახალისებდა და გმირობად თვლიდა.

„ეს ყველაფერი მიზანმიმართულად მიმდინარეობს ქვეყნის, ხელისუფლების წინააღმდეგ. ისიც, რომ პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას, დგამს არასწორ ნაბიჯებს, რა თქმა უნდა, ოპოზიციის მხრიდან ხდება წახალისება. ოპოზიციის წარმომადგენლები დადიან ევროპაში. დარბიან კაბინეტებში იმისთვის, რომ ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი“, – განაცხადა კალაძემ.