ვინ იქნება დასახელებული პრემიერ-მინისტრის პოსტზე დღეს, 17:00 საათზე გახდება ცნობილი, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
კალაძის თქმით, უმრავლესობის შეხვედრაზე დღეს მთავრობის წევრებიც არიან მიწვეული.
“დღეს 17:00 საათზე არის შეხვედრა უმრავლესობასთან. მოწვეული იქნებიან მთავრობის წევრები და კანდიდატთან დაკავშირებით იქნება მსჯელობა. მიღებული იქნება გადაწყვეტილება, ვინ დასახელდება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად”,- განაცხადა კალაძემ.
კითხვა, განიხილება თუ არა პრემიერ-მინისტრის პოსტზე მამუკა ბახტაძე, კახა კალაძემ უპასუხოდ დატოვა