კახა კალაძე - პოლიტიკური დაძაბულობა ვისაც აქვს, ეს არის ოპოზიცია და კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობა“, ვადამდელი არჩევნები არის ძალიან დიდი აბსურდი
პოლიტიკური დაძაბულობა ვისაც აქვს, ეს არის ოპოზიცია და კონკრეტულად „ნაციონალური მოძრაობა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ნიკა მელიას განცხადების საპასუხოდ აღნიშნა.
მისი თქმით, ვადამდელ არჩევნებზე საუბარი, აბსურდულია.
„ქვეყანაში მიმდინარეობს აღმშენებლობა, განვითარება, ეკონომიკური წინსვლა, რაც შეეხება ვადამდელ არჩევნებს, ეს არის ძალიან დიდი აბსურდი და ძალიან დიდი სისულელე, არჩევნები ჩატარდება 2024 წელს, როგორც ეს არის გათვალისწინებული კონსტიტუციით. პოლიტიკური კრიზისი აქვს ოპოზიციას“, – განაცხადა კალაძემ.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ დღეს გააკეთა განცხადება, რომ შექმნილი პოლიტიკური კრიზისის განსამუხტად, საქართველოში უნდა ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები.