კახა კალაძე - პოლიტიკაში მოსვლა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რაც შეეხება შედეგებს, გადაწყვეტილებას იღებს მოსახლეობა
კახა კალაძე - პოლიტიკაში მოსვლა ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, რაც შეეხება შედეგებს, გადაწყვეტილებას იღებს მოსახლეობა

პოლიტიკაში მოსვლა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს, ქვეყანაში თავისუფლებაა, ყველას აქვს შესაძლებლობა, არჩევნებშიც მიიღოს მონაწილეობა, პოლიტიკაშიც შემოვიდეს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სოსო გოგაშვილის მიერ პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

კალაძის თქმით, გოგაშვილის ბრალდებები მისთვის საინტერესო არ არის.

„მე მაქვს ჩემი საქმე, ჩემი ხედვა. ჩემი სტრატეგია არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები და დაკავებული ვიქნები მხოლოდ იმ პროექტებზე სასაუბროდ, რომლებიც უნდა განხორციელდეს, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის. ყველას აქვს შესაძლებლობა, არჩევნებშიც მიიღოს მონაწილეობა, პოლიტიკაშიც შემოვიდეს, ყველა ადამიანი თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, რა უნდა ქნას, როგორ წავიდეს, მარჯვნივ, მარცხნივ. რაც შეეხება შედეგებს, გადაწყვეტილებას იღებს მოსახლეობა, რომელი პარტია უნდა დარჩეს და გააგრძელოს საქმიანობა“, – განაცხადა კალაძემ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ, სოსო გოგაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ პოლიტიკაში მიდის და „სახალხო პარტიაში“ ბრუნდება.