კახა კალაძე - პოლიცია კანონის სრული დაცვით მოქმედებს, მადლობა მათ მოთმინებისთვის
თითოეულ პოლიციელს მადლობას ვუხდი მოთმინებისთვის და იმ ქმედებისთვის, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში აკეთებენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, პოლიცია კანონის სრული დაცვით მოქმედებს.
„პოლიცია არის მოწოდების სიმაღლეზე. თითოეულ პოლიციელს მადლობას ვუხდი მოთმინებისთვის და იმ ქმედებისთვის, რასაც ბოლო დღეების განმავლობაში აკეთებენ. პოლიცია კანონის სრული დაცვით მოქმედებს. მათი მოვალეობაა, ქვეყანაში დაიცვან მშვიდობა და წესრიგი. ისინი კანონის გათვალისწინებით მოქმედებენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.