კახა კალაძე - პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ვისმენთ მოწოდებებს „მეორე ფრონტის“ გახსნასთან დაკავშირებით, ტერიტორიულ მთლიანობას ძლიერი ეკონომიკითა და მშვიდობის შენარჩუნებით აღვადგენთ
კახა კალაძე - პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ვისმენთ მოწოდებებს „მეორე ფრონტის“ გახსნასთან დაკავშირებით, ტერიტორიულ მთლიანობას ძლიერი ეკონომიკითა და მშვიდობის შენარჩუნებით აღვადგენთ

პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ვისმენთ მოწოდებებს „მეორე ფრონტის“ გახსნასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძემ კომენტარი გააკეთა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივან ალექსეი დანილოვის განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, „საქართველო და მოლდოვა რუსეთისგან ტერიტორიების გათავისუფლებას უკრაინაში ომის დროს თუ დაიწყებდნენ, ერთად უფრო სწრაფად მოვაგვარებდით ტერიტორიების დაბრუნების საკითხს, მაგრამ ეს მათი მთავრობების გადაწყვეტილებაა“.

კალაძის თქმით, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ძლიერი ეკონომიკითა და განვითარებული საქართველოთი მოხდება.

„ჩვენ გვაქვს გაჟღერებული ჩვენი ხედვა და პოლიტიკა. დღეს ყველაზე მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ ქვეყანაში მშვიდობა, მოვახდინოთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ძლიერი ეკონომიკითა და განვითარებული საქართველოთი მოვახდინოთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. უნდა მოვახერხოთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად თანაცხოვრება. დარწმუნებული ვარ, იმ პოლიტიკით და გადადგმული ნაბიჯებით, რასაც დღეს ჩვენი ხელისუფლება აკეთებს, მომავალში ამას მივაღწევთ“, – განაცხადა თბილისის მერმა.