კახა კალაძე პეტრიწის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
კახა კალაძე პეტრიწის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

დედაქალაქის მერი კახა კალაძე დიდ დიღომში, პეტრიწის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულება სექტემბერში იგეგმება.

დედაქალაქის მერის განცხადებით, მსგავსი და უფრო მასშტაბური პროექტები უახლოეს მომავალში თბილისის სხვადასხვა უბანში განხორციელდება.

პეტრიწის ქუჩის რეაბილიტაცია თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური თბილისის მასშტაბით გზების კაპიტალური რეაბილიტაციის ფარგლებში ახორციელებს.

პროექტის მიხედვით, პეტრიწის ქუჩაზე ასფალტო ბეტონის საფარი, ბორდიური და ტროტუარი მოეწყობა.

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტი საკომუნიკაციო ქსელის რეაბილიტაციას,  წყალარინების ახალი ქსელისა და სანიაღვრე სისტემის მოწყობას ითვალისწინებს. ასევე, მოეწყობა ახალი განათების სისტემა და გამწვანდება გზაგამყოფი ზოლი.

ამასთან, მერიის ცნობით, პროექტის სავარაუდო ღირებულება 2 მილიონამდე ლარს შეადგენს.

სამუშაოებს შპს „ენსი“ აწარმოებს.