კახა კალაძე - პატიმრების ჯანმრთელობაზე ზრუნავს შესაბამისი უწყება, სააკაშვილი არ არის გამონაკლისი, სამწუხაროა, რომ ის ისტორიაში შევა სისხლიანი რეჟიმის დამფუძნებლად
მიხეილ სააკაშვილი არ არის გამონაკლისი ან რაიმე ფორმით განსხვავებული, ყველა პატიმართან დაკავშირებით შესაბამისი უწყება იღებს გადაწყვეტილებას, ზრუნავს მათ ჯანმრთელობაზე, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, სამწუხაროა, რომ სააკაშვილი ისტორიაში შევა, როგორც სისხლიანი რეჟიმის დამფუძნებელი ადამიანი, რომელმაც ქვეყანაში უბედურება შექმნა.
„პატიმრების ჯანმრთელობას რაც ეხება, ამაზე ზრუნავს შესაბამისი უწყება და, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილი არ არის გამონაკლისი ან რაიმე ფორმით განსხვავებული, ყველა პატიმართან დაკავშირებით შესაბამისი უწყება იღებს გადაწყვეტილებას, ზრუნავს პატიმრების ჯანმრთელობაზე. უფრო მეტი პასუხისმგებლობა აქვთ, ზოგადად, პოლიტიკოსებს. პასუხისმგებლობა გვაქვს უფრო მეტი, რადგან გარკვეულ თანამდებობებზე ვართ და ძალიან სამწუხაროა, რომ სააკაშვილი ისტორიაში შევა, როგორც სისხლიანი რეჟიმის დამფუძნებელი ადამიანი, რომელმაც უბედურება შექმნა ქვეყანაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.