კახა კალაძე - პარლამენტში რიგგარეშე სხდომის მოწვევა შესაძლებელია, თუმცა არჩევნებამდე ამის აუცილებლობა არ არის
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ჩანაწერებთან დაკავშირებით პარლამენტში რიგგარეშე სხდომის მოწვევა შესაძლებელია, თუმცა არჩევნებამდე ამის აუცილებლობა არ არის.
კალაძემ კომენტარი გააკეთა რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე „ლელოს“ ინიციატივასთან დაკავშირებით.
„შესაძლებელია ამის გაკეთება. „ნაციონალური მოძრაობა“ რას აპირებს, რას არ აპირებს, არ არის საინტერესო. უბრალოდ, რაც შეეხება პარლამენტში მისვლას, პრობლემას ვერ ვხედავ ამასთან დაკავშირებით. ალბათ, თვითონ შესაბამისი სამსახური გააკეთებს ამასთან დაკავშირებით განცხადებას. თუმცა, გამოძიებას უნდა დაველოდოთ და გაირკვეს, რა არის ტყუილ-მართალი. გამოძიებაა ყველაზე მთავარი. წინააღმდეგი არ ვართ, უბრალოდ, არჩევნებამდე არ არის ამის აუცილებლობა“, – განაცხადა კალაძემ.