კახა კალაძე ოქრუაშვილის და უგულავას შეწყალებაზე - პოლიტიკურად აბსოლუტურად მესმის პრეზიდენტის გადაწყვეტილების
კახა კალაძე ოქრუაშვილის და უგულავას შეწყალებაზე - პოლიტიკურად აბსოლუტურად მესმის პრეზიდენტის გადაწყვეტილების

პოლიტიკურად აბსოლუტურად მესმის პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილების, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ პრეზიდენტის მიერ ირაკლი ოქრუაშვილისა და გიგი უგულავას შეწყალების საკითხზე კომენტირებისას აღნიშნა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილების ახსნა-განმარტება რამდენჯერმე გააკეთა.

„ერთადერთი ადამიანი, ვისაც გათავისუფლების ბერკეტი გააჩნდა, ეს იყო პრეზიდენტი. ეს იყო მისი გადაწყვეტილება, რომელიც მან მიიღო და ახსნა-განმარტებებიც გააკეთა. პოლიტიკურად აბსოლუტურად მესმის პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილების“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სალომე ზურაბიშვილმა გიგი უგულავა და ირაკლი ოქრუაშვილი 15 მაისს შეიწყალა.