კახა კალაძე - ოპოზიციური სპექტრი იმდენად განულებულია, რომ მათ საზოგადოების მხარდაჭერის არანაირი რესურსი არ გააჩნიათ
იმდენად განულებულია დღეს ოპოზიციური სპექტრი, რომ ამ ადამიანებს არანაირი რესურსი არ გააჩნიათ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კალაძემ საპროტესტო აქციების შეფასებისას აღნიშნა, მათ საზოგადოების მხარდაჭერა არ გააჩნია, რაც მათივე ქმედებებითაა გამოწვეული.
„იმდენად განულებულია დღეს ოპოზიციური სპექტრი, რომ ამ ადამიანებს არანაირი რესურსი არ გააჩნიათ საზოგადოების მხრიდან მხარდაჭერის თვალსაზრისით, ყველაფერი გაანულეს და გააუბედურეს, რა თქმა უნდა, თავიანთი ქმედებების გამო. ხომ შეუძლებელია, რომ ყველაფერზე ის დამოკიდებულება იყოს, რაც გუშინ ვიხილეთ – არანაირი შინაარსი, არანაირი ლოგიკა. შესაბამისად, საზოგადოების მხრიდან იღებენ შესაბამის პასუხს. არ მინდა, შევიდე მათი ხედვების და გადაწყვეტილებების შეფასებაში, ეს მათი უფლებაა და რაც უნდათ, ის გააკეთონ“, – განაცხადა კახა კალაძემ.