კახა კალაძე - ოპოზიციის წარმომადგენლებს თავიანთი პატრონები ჰყავთ და რასაც უბრძანებენ, იმას ასრულებენ, ამ ეტაპზე დაკვეთა აქვთ, რომ უნდა დაუპირისპირდნენ ეკლესიას, ხელისუფლებას რუსეთუმე ეძახონ
კახა კალაძე - ოპოზიციის წარმომადგენლებს თავიანთი პატრონები ჰყავთ და რასაც უბრძანებენ, იმას ასრულებენ, ამ ეტაპზე დაკვეთა აქვთ, რომ უნდა დაუპირისპირდნენ ეკლესიას, ხელისუფლებას რუსეთუმე ეძახონ

ადამიანები, რომლებიც ამ განცხადებებს აკეთებენ, არც საკუთარ თავს ეკუთვნიან და არც ამ ქვეყანას, ისინი არიან სხვა ქვეყნის ინტერესის მატარებლები, თავიანთი პატრონები ჰყავთ და რასაც უბრძანებენ, იმას ასრულებენ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითიც უპასუხა ჟურნალისტის კითხვას: „ოპოზიციის მხრიდან მუდმივად ისმის კრიტიკა ხელისუფლების მიმართ, რომ არის პრორუსული, იმავეს ამბობენ საპატრიარქოზეც, რომ რუსულ საქმეს ემსახურებიან. რა მიზანი აქვს ამ განცხადებებს და რატომ ისმის მსგავსი ბრალდებები?“

კალაძის თქმით, ამ ეტაპზე არის დაკვეთა, რომ უნდა დაუპირისპირდნენ ეკლესიას, საქართველოს ხელისუფლებას რუსეთუმე ეძახონ.

„ეს აქვთ დავალებული და თავიანთ დავალებას პირნათლად ასრულებენ“, – აღნიშნა კახა კალაძემ.