კახა კალაძე - ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპული მომავლის წინააღმდეგ საბოტაჟის რეჟიმში არიან, დარბიან ბრიუსელში და ყველაფერს აკეთებენ, რათა ჩაშალონ გადაწყვეტილებები სტატუსის მონიჭებაზე
კახა კალაძე - ოპოზიციის წარმომადგენლები ევროპული მომავლის წინააღმდეგ საბოტაჟის რეჟიმში არიან, დარბიან ბრიუსელში და ყველაფერს აკეთებენ, რათა ჩაშალონ გადაწყვეტილებები სტატუსის მონიჭებაზე

ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს, რათა ევროინტეგრაციას რამენაირად ხელი შეუშალოს და ჩაშალოს გადაწყვეტილებები სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ მედიასთან საუბრისას აღნიშნა, ოპოზიციის ამოცანაა 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების პროცესში არა ჩართვა, არამედ პოლარიზაციის უფრო გაღრმავებით მისთვის ხელის შეშლა.

„ეს ადამიანები არიან საბოტაჟის რეჟიმში და თქვენ არ იფიქროთ, რომ ეს არის საბოტაჟი „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ, ეს არის ქვეყნის წინააღმდეგ საბოტაჟი, ამ ქვეყნის ევროპული მომავლის წინააღმდეგ. ჩვენ ვისმენთ მათ ფარისევლურ განცხადებებს, ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ქვეყანამ არ მიიღოს სტატუსი.

თქვენ იცით, 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება არის ძალიან მნიშვნელოვანი, ერთ-ერთი მთავარი  კომპონენტი იყო პოლარიზაციის შემცირება და ეს ადამიანები ამ პოლარიზაციას, პირიქით, აღრმავებენ. არაფერში მონაწილეობა არ მიუღიათ. არათუ მხარდაჭერა და დახმარება, დარბიან ბრიუსელში და ყველაფერს აკეთებენ, რათა საქართველოს მომავალს, ევროინტეგრაციას რამენაირად ხელი შეუშალონ და ჩაშალონ გადაწყვეტილებები სტატუსის მონიჭებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა თბილისის მერმა.