კახა კალაძე ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებზე - ეს ბანერი მეც არ მომწონს, მერიას არანაირი უფლება არ აქვს ბანერის ჩამოხსნის ან დაკიდების
კახა კალაძე ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერებზე - ეს ბანერი მეც არ მომწონს, მერიას არანაირი უფლება არ აქვს ბანერის ჩამოხსნის ან დაკიდების

მერია არაფერ შუაშია, მერიას არანაირი უფლება არ აქვს ბანერის ჩამოხსნის, ან დაკიდების, რეაგირება არ იქნება, ყველას აქვს გამოხატვის უფლება კანონის ფარგლებში, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, გავრცელებულ ბანერებთან დაკავშრებით, სადაც ოპოზიციისა და მედიის წარმომადგენლები არიან გამოსახული.

„მე არ მომწონს ეს. ჩემი საარჩევნო კამპანია მაქვს, ყოველთვის ვესაუბრები საზოგადოებას სამომავლო გეგმებზე. ვესაუბრები გამოწვევებზე. დღეს, პრეზენტაცია მქონდა, რას ვაპირებ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებით. ისიც გაირკვა ვინ გამოაკრა, ამასთან დაკავშირებითაც არსებობს ინფორმაცია. მერია არაფერ შუაშია, არანაირი უფლება არ აქვს მერიას ბანერის ჩამოხსნის, ან დაკიდების. არაფერი რეაგირება არ იქნება, ყველას აქვს გამოხატვის უფლება კანონის ფარგლებში, არის კომპანია „ალმა“, გაგიგიათ ამასთან დაკავშირებით? რომლის საკუთრებაა ეს ბანერები და ისინი იღებენ გადაწყვეტილებას. მერიას არც გაკვრაში და არც ჩამოხსნაში არანაირი ვალდებულება და უფლება არ აქვს.

ხომ არ მოგწონთ ეს, რაც გამოკრულია? ისე არ მომწონს მე, ისე არ მომწონს ის კამპანია, რომელსაც თქვენი ტელევიზიების საშუალებით თქვენივე პარტია ახორციელებს. შეგიძლიათ ჩართოთ ტელევიზორი და ნახავთ, საარჩევნო კლიპები, რაც არის შეურაცხყოფა, ცილისწამება, ბოროტება, სიძულვილის ენა, ეს ხართ თქვენ. მაშინ რატომ არ იღებთ ენას? რატომ არ საუბრობთ ამაზე? სასიამოვნოა? „ქართული ოცნება“ და კახა კალაძე არაფერს აკეთებს. „ქართული ოცნება“ დგას მოწოდების სიმაღლეზე, ვერ ნახავთ ჩემს განცხადებას, ოპონენტის, ან ვინმეს წინააღმდეგ სიძულვილის ენა გამომეყენებინოს საარჩევნო კამპანიის დროს განსაკუთრებით. თქვენ, ერთხელ არ გამოსულხართ, ჩემი ოჯახის წინააღმდეგ მიდის ეს ცილისწამების ვიდეო, ჩემი შვილები რა, რეზინის შვილები მყავს გგონიათ? ეს არის რეალობა“, – აცხადებს კალაძე.