კახა კალაძე - ოპოზიციას რუსთაველზე აქციის ჩატარება თუ სურს, გაუგებარია, რატომ შეუშლის ხელს შენობების რეაბილიტაცია, წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო, ეგრეა მათი საქმე
კახა კალაძე - ოპოზიციას რუსთაველზე აქციის ჩატარება თუ სურს, გაუგებარია, რატომ შეუშლის ხელს შენობების რეაბილიტაცია, წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო, ეგრეა მათი საქმე

ოპოზიციას რუსთაველზე აქციის ჩატარება თუ სურს, გაუგებარია, რატომ შეუშლის ხელს შენობების რეაბილიტაცია? ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს გზების გადაკეტვას ვაპირებთ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

კერძოდ, კალაძეს კითხვით მიმართეს, როგორ შეაფასებდა რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციასთან დაკავშირებით ოპოზიციაში გაკეთებულ განცხადებებს, რომ სპეციალურად იწყება წინასაარჩევნოდ, რათა აქციების გამართვას ხელი შეეშალოს.

„არ ვიცი, რამდენად სერიოზულად უნდა გავაკეთო განმარტება ამასთან დაკავშირებით, წყალწაღებული ხავსს ეკიდებოდაო, ეგრეა მათი საქმე. ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. კარგად იციან, რომ არჩევნებზე მათი შანსები ნულს ქვემოთ არის. კონკრეტულ პროექტს რაც შეეხება, რუსთაველზე აქციის ჩატარება თუ სურთ, გაუგებარია, რატომ შეუშლით ხელს შენობების რეაბილიტაცია? ცდილობენ, საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ, თითქოს გზების გადაკეტვას ვაპირებთ, რაც აბსურდია. ამ რეაბილიტაციას არ სჭირდება გზების გადაკეტვა. სამუშაოები როცა დასრულდება, ბოლო ეტაპი იქნება უშუალოდ გამზირის რეაბილიტაცია, მაშინ კი მოგვიწევს დროებით  ქუჩის გადაკეტვა და საგზაო ინფრასტრუქტურა მთლიანად მოწესრიგდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.