კახა კალაძე - ოპოზიციას ავალებენ, რომ ისე მოიქცნენ, როგორც დღეს იქცევიან
კახა კალაძე - ოპოზიციას ავალებენ, რომ ისე მოიქცნენ, როგორც დღეს იქცევიან

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ასრულებენ დავალებებს და შესაბამის განცხადებებს აკეთებენ. ამის შესახებ მან მედიასთან ისაუბრა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ოპოზიციის მოწოდებების მიუხედავად, რომ ქვეყანა მიუერთდეს სანქციებს, საქართველოს ხელისუფლება არ გადადგამს ისეთ ნაბიჯებს, რაც ქვეყანას დააზიანებს.

„ოპოზიცია არც საკუთარ თავს ეკუთვნის, არც საკუთარ ქვეყანას. ეს ადამიანები ყოველთვის ცდილობენ, სხვა ქვეყნის ინტერესები გაატარონ. მათ, უბრალოდ, ავალებენ, რომ ეს განცხადებები გააკეთონ. ავალებენ, რომ ისე მოიქცნენ, როგორც დღეს იქცევიან. ჩვენ არ გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რაც, თავიდანვე ვიცით, რომ ჩვენი ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება. ევროკავშირის ქვეყნებს, რა თქმა უნდა, სავაჭრო ურთიერთობები გააჩნიათ რუსეთის ფედერაციასთან. სანქციებთან მიერთება კი, ვიცით, რომ ჩვენი ეკონომიკისთვის პრობლემა იქნება. რატომ უნდა გავაკეთოთ ის, რაც დაგვაზიანებს?“ – აღნიშნა თბილისის მერმა.