კახა კალაძე - ოპოზიცია მავნებლობას აგრძელებს, ყველაფერს აკეთებენ, როგორმე სახელმწიფო და ხალხი დააზიანონ, მოღალატეები არიან, აგენტურას რა უნდა მოსთხოვო?
კახა კალაძე - ოპოზიცია მავნებლობას აგრძელებს, ყველაფერს აკეთებენ, როგორმე სახელმწიფო და ხალხი დააზიანონ, მოღალატეები არიან, აგენტურას რა უნდა მოსთხოვო?

ოპოზიცია მავნებლობას აგრძელებს, ყველაფერს აკეთებენ, როგორმე სახელმწიფო და ხალხი დააზიანონ, ჩვეულებრივი მოღალატეები არიან, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძემ კომენტარი გააკეთა ოთხი ქართული ოპოზიციური გაერთიანების წერილზე, რომლითაც ისინი საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ჯოზეფ ბორელსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს მიმართავენ.

კალაძის თქმით, მათი მცდელობაა ქვეყანაში დესტაბილიზაციის მოწყობა.

„ოპოზიცია ჩვეულებრივ მავნებლობას აგრძელებს. წერილი ფარულად გაგზავნეს, თუმცა ჩვენ მოგვაწოდეს შინაარსი, რომელსაც ოთხი რადიკალური პარტია აწერს ხელს. არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს ადამიანები ყველაფერს აკეთებენ, რომ როგორმე სახელმწიფო და ხალხი დააზიანონ. მათი მხრიდან არაერთი მსგავსი ქმედება გვახსოვს, თუნდაც ვიზალიბერალიზაციის პროცესის შეჩერებას რომ ცდილობდნენ, იმავეს აკეთებდნენ კანდიდატის სტატუსზე, ასოცირების ხელშეკრულებაზე. ჩვეულებრივი მოღალატეები არიან. აგენტურას რა უნდა მოსთხოვო? ეს ადამიანები ემსახურებიან გარე ძალებს და მათ ინტერესებს. იმ განცხადებიდან გამომდინარე, მათი მთავარი მცდელობაა, ქვეყანაში მოაწყონ დესტაბილიზაცია და არეულობა. მინდა, ყველა დავარწმუნო, რომ ჩვენ გვექნება მშვიდობა“, – აღნიშნა თბილისის მერმა.