კახა კალაძე - ონში რაც მოხდა, იყო ყოფითი დაპირისპირება, პოლიტიკა და „ქართული ოცნება“ არაფერ შუაშია
ონში მომხდარი იყო ყოფითი დაპირისპირება, პოლიტიკა და „ქართული ოცნება“ არაფერ შუაშია, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან სამწუხაროა რაც მოხდა და კანონის წინაშე ყველა აგებს პასუხს.
„ეს იყო ყოფითი დაპირისპირება. პოლიტიკა და „ქართული ოცნება“ არაფერ შუაშია. პიროვნებას, ვისთანაც დაპირისპირება მოუვიდათ „ქართული ოცნების“ პარტიასთან არანაირი შეხება არ აქვს. ძალიან სამწუხაროა, რაც მოხდა და კანონის წინაშე მოუწევს ყველას პასუხისგება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
შსს-ს ინფორმაციით, ამ ეტაპზე დგინდება, რომ ონში მომხდარი დანაშაული პოლიტიკური მოტივით არ არის ჩადენილი და კონფლიქტი ყოფით ნიადაგზე წარმოიშვა.
შსს-ს ინფორმაციით, ონში მომხდარი დანაშაულის შემსწრე დაცვის პოლიციის თანამშრომელს გამოძიების დასრულებამდე სამსახურებრივი უფლებამოსილება შეუჩერდა.