კახა კალაძე - ოკუპაციას უნდა ვებრძოლოთ გონიერებით, განათლებით, წინსვლითა და ეკონომიკური განვითარებით
ჩვენი აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ მშვიდობიანი პოლიტიკა და ოკუპაციას უნდა ვებრძოლოთ გონიერებით, განათლებით, წინსვლითა და ეკონომიკური განვითარებით, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განუცხადა ჟურნალისტებს კითხვაზე, რამდენად სწორად მიაჩნია, რომ საქართველოს პრეზიდენტს მიმდინარე უკანონო ბორდერიზაციაზე განცხადება არ გაუკეთებია და შვებულებაშია.
„არ ვიცი, სად ისვენებს პრეზიდენტი. პირველი, რაც მინდა ვთქვა, არის ის, რომ უკანონოდ დაკავებულები გათავისუფლებული არიან და მოლაპარაკებების შედეგად, ბორდერიზაციის პროცესიც შეჩერებულია. ჩვენ აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ჩვენი მშვიდობიანი პოლიტიკა და ოკუპაციას უნდა ვებრძოლოთ გონიერებით, განათლებით, წინსვლითა და ეკონომიკური განვითარებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.