კახა კალაძე - ნინო ბურჯანაძის არა, მაგრამ მიკვირს იმ გაერთიანებული ოპოზიციის, რომელიც მასთან ერთად ზის და საარჩევნო მოდელზე საუბრობს
კახა კალაძე - ნინო ბურჯანაძის არა, მაგრამ მიკვირს იმ გაერთიანებული ოპოზიციის, რომელიც მასთან ერთად ზის და საარჩევნო მოდელზე საუბრობს

პარტია „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ვიზიტს კიდევ ერთხელ ეხმაურება.

კალაძის თქმით, ნინო ბურჯანაძის მოსკოვში ჩასვლა მისთვის გასაკვირი არ არის, თუმცა აკვირვებს გაერთიანებული ოპოზიციის ქმედება, რომელიც ბურჯანაძესთან ერთად მოლაპარაკების მაგიდასთან ზის.

„რამდენიმე დღის წინ მკითხეს და ხუმრობით ვუპასუხე, რომ გერმანული მოდელის ჩამოსატანად არის წასული. ნინო ბირჯანაძისგან, გულწრფელად ვიტყვი, ნამდვილად არ მიკვირს. ამ ადამიანს პირდაპირ აქვს გაცხადებული, თანამშრომლობა და ურთიერთობა რუსეთთან. შეიძლება, ჩემი გადმოსახედიდან, ჩემი ღირებულებებიდან მიუღებელი იყოს, რადგან მე სხვა ხედვა მაქვს, სხვა პოლიტიკურ პლატფორმაზე ვდგავარ, მაგრამ მიკვირს იმ გაერთიანებული ოპოზიციისა, რომელიც მასთან ერთად ზის და საუბრობს სხვადასხვა, თუნდაც საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით“ ,- განაცხადა კალაძემ.