კახა კალაძე - ნიკა მელია და ოპოზიცია დაელოდონ ცესკო-ს მონაცემებს, ცოტა ხანი მოუწევთ ლოდინი
თუ არ გჯერათ ჩვენი ეგზიტპოლის შედეგების, შეგიძლიათ, დაელოდოთ ცესკო-ს მონაცემებს და შესაბამისად, ნახავთ, – განაცხადა თემის კომენტირებისას „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ
კახა კალაძემ უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას ნიკა მელიას განცხადებასთან დაკავშირებით, რომელმაც თქვა, რომ კალაძე და „ქართული ოცნება“ თბილისში დამარცხდნენ.
„დაელოდონ ცესკო-ს მონაცემებს. ცოტა ხანი მოუწევთ ლოდინი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, ჟურნალისტების შეკითხვაზე „გორბის“ კვლევასთან დაკავშირებით, რომელშიც კალაძეს 51,3% აქვს, კახა კალაძემ აღნიშნა: „ნახეთ, რა მარტივ პასუხს გეუბნებით. ნუ ხართ გაღიზიანებული. უნდა შეეგუოთ წაგებას. ეს არის ამ ქვეყნის გამარჯვება, ეს არის ამ ქალაქის გამარჯვება. თუ არ ენდობით „გორბის“ კვლევებს, დაელოდეთ ცოტა ხანი, ნუ ნერვიულობთ. სულ რამდენიმე საათი მოგიწევთ ლოდინი და გაიგებთ ყველაფერს“, -განუცხადა კალაძემ ჟურნალისტებს.