კახა კალაძე ნიკა გვარამიას პასუხობს - ევროპა ინტიმური ცხოვრების მრავალფეროვნებაზე არ დგას, ევროპელობა პირველ რიგში ქცევაა, იყო ღია და თავისუფალი
კახა კალაძე ნიკა გვარამიას პასუხობს - ევროპა ინტიმური ცხოვრების მრავალფეროვნებაზე არ დგას, ევროპელობა პირველ რიგში ქცევაა, იყო ღია და თავისუფალი

ევროპა ინტიმური ცხოვრების მრავალფეროვნებაზე არ დგას, ევროპელობა პირველ რიგში ქცევაა, იყო ღია და თავისუფალი პირად თუ საჯარო სივრცეში, – ასე პასუხობს დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე „რუსთავი 2“-ის გენდირექტორ ნიკა გვარამიას. ნიკა გვარამიამ კახა კალაძის მიერ გურამ კაშიასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადების ლინკი „ფეისბუქში“ 1tv.geდან გააზიარა და უხამსი კომენტარი დაურთო.

„ჩვენ ყველამ სოციალურ ქსელებში სიძულვილით და აგრესიით მოლაპარაკეები ბნელებად მოვნათლეთ, სამწუხაროდ, ბევრნაირი გვყავს.

აი, ერთ-ერთი ნათელი მაგალითი ამ სიბნელის. ერთია, რომ ამ პირს ქვეცნობიერად დაგროვილი რაღაც კომპლექსები აწუხებს და მეორეა, რომ ევროპელობის არსიც არ ესმის სხვა ბნელებივით… ევროპა ინტიმური ცხოვრების მრავალფეროვნებაზე არ დგას, ევროპელობა პირველ რიგში ქცევაა – იყო ღია და თავისუფალი, პირად თუ საჯარო სივრცეში. ევროპელობაა – უარი თქვა ფიზიკურ თუ სიტყვიერ ძალადობაზე. საკუთარი მენტალური თუ სხვა სახის პრობლემები სხვისი ლანძღვით არ იფარება. პირიქით, უფრო ყურადღებას იპყრობს“, – წერს კახა კალაძე.

ჩვენ ყველამ სოციალურ ქსელებში სიძულვილით და აგრესით მოლაპარაკეები ბნელებად მოვნათლეთ,სამწუხაროდ ბევრნაირი …

Posted by Kakha Kaladze on პარასკევი, 31 აგვისტო, 2018