კახა კალაძე - ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა და უფლება, გამოთქვას პროტესტი ამა თუ იმ საკითხზე, მაგრამ ეს უნდა მოხდეს მშვიდობიანი გზით
ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა და უფლება, გამოთქვას მოსაზრება და პროტესტი ამა თუ იმ საკითხზე, მაგრამ ეს უნდა მოხდეს მშვიდობიანი გზით, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
ამასთან, როგორც კალაძემ აღნიშნა, კონსტრუქციულ პოლიტიკურ პარტიებთან და პასუხისმგებლიან პოლიტიკოსებთან დიალოგზე უარი არასდროს გვითქვამს.
„დღეს საქართველოში გამოხატვის თავისუფლება არის დაშვებული. თქვენ იცით, როგორი მიდგომა და დამოკიდებულებები აქვს დღევანდელ ხელიუფლებას ადამიანის უფლებების მიმართ, გამოხატვის თავისუფლების მიმართ.
რა თქმა უნდა, ნებისმიერ ადამიანს აქვს შესაძლებლობა, უფლება კონსტიტუციით მინიჭებული, გამოთქვას თავიანთი მოსაზრება და პროტესტი ამა თუ იმ საკითხზე, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა მოხდეს და გაკეთდეს მშვიდობიანი გზით.
რაც შეეხება დიალოგს, ჩვენ კონსტრუქციულ პოლიტიკურ პარტიებთან და პასუხისმგებლიან პოლიტიკოსებთან დიალოგზე უარი არასდროს გვითქვამს“,- განაცხადა კახა კალაძემ.