კახა კალაძე - ნამდვილად სამარცხვინო იყო ის განცხადება, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეზე პრეზიდენტისგან მოვისმინეთ
ნამდვილად სამარცხვინო იყო ის განცხადება, რაც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეზე მოვისმინეთ, სამწუხაროდ, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლის შეფასებისას განაცხადა.
„დღეს არის ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე, დღეს არის ზეიმი, შესაბამისად, თავს შევიკავებ პოლემიკაში შესვლისგან. ნამდვილად სამარცხვინო იყო ის განცხადება, რაც აღნიშნულ ზეიმზე, რასაც ქვეყნის დამოუკიდებლობის დღე ჰქვია, ჩვენ მოვისმინეთ, სამწუხაროდ“,- განაცხადა კახა კალაძემ.