კახა კალაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკის შედეგია, რომ ტერიტორიების 20% დაკარგული გვაქვს
კახა კალაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკის შედეგია, რომ ტერიტორიების 20% დაკარგული გვაქვს

„ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკის შედეგია, რომ ტერიტორიების 20% დაკარგული გვაქვს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. ის გამოეხმაურა სოციალურ ქსელში გუშინ გავრცელებულ ვიდეოს, სადაც მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში, ცხინვალის რეგიონში სამხედრო მოქმედებების განხორციელების გადაწყვეტილება მისმა ხელისუფლებამ მიიღო.

კალაძის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის განცხადება მისთვის სიახლე არ ყოფილა.

„მე მგონი, სიახლე არ იყო. ჩვენ ყველამ ყველაფერი ვიცოდით, რა იყო, როგორ მოხდა, რა მოხდა. პირდაპირ ამბობს ადამიანი, რაც გააკეთა. ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ მათი პოლიტიკის შედეგია – დღეს ჩვენ ტერიტორიების 20% გვაქვს დაკარგული, რუსებს ჩააბარეს. სამწუხაროდ და საუბედუროდ, დავკარგეთ მშვიდობიანი მოსახლეობა, დავკარგეთ ჩვენი გმირი ბიჭები. აი, ეს არის „ნაციონალური მოძრაობა“ და ეს არის მიხეილ სააკაშვილის რეალური სახე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

სოციალურ ქსელში გავრცელდა არქივის ვიდეო, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ 2008 წლის აგვისტოს დასაწყისში, ცხინვალის რეგიონში სამხედრო მოქმედებების განხორციელების გადაწყვეტილება მისმა ხელისუფლებამ მიიღო.