კახა კალაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შესვლით უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, ისევე როგორც შეუსვლელობით
კახა კალაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შესვლით უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, ისევე როგორც შეუსვლელობით

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში შესვლით უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, ისევე როგორც შეუსვლელობით, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, პარლამენტში შესვლის საკითხი პოლიტიკური პარტიების გადასაწყვეტია, თუმც გარკვეული შეთანხმება შედგა.

„კონკრეტულ დოკუმენტზე მოხდა ხელმოწერა და ჩვენ „ქართული ოცნება“ ზედმიწევნით ვასრულებთ ამ შეთანხმებას. იმედია, სხვა პარტიებიც ამას გააკეთებენ. თუმცა კონკრეტულად „ნაციონალურ მოძრაობას“ რაც შეეხება, ისინი ძალიან მძიმე მდგომარეობაში არიან. პარლამენტში შესვლით უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება, ისევე როგორც შეუსვლელობით“, – განაცხადა კახა კალაძემ.