კახა კალაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ ხედავს, რომ არჩევნებში მარცხდება, ამიტომ საუბრობენ რევოლუციასა და გადატრიალებაზე
არჩევნების დღე ყოველთვის მნიშვნელოვანია, თუმცა ვფიქრობ გარემო ისეთია, იგრძნობა, რომ სალომე ზურაბიშვილი აუცილებლად გაიმარჯვებს, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ამას კარგად ხედავს „ნაციონალური მოძრაობა“, რომლის წარმომადგენლები ხედავენ, რომ არჩევნებში დამარცხდებიან, ამიტომ საუბრობენ რევოლუციურ გზებსა და გადატრიალებაზე.
„ვისმენთ და ვხედავთ, რა გადაცემები გადის მათი ტელევიზიის საშუალებით, როგორ და რა სიტყვებით საუბრობენ. ამას ისმენენ ბავშვები და დიდები. არსებობს რაღაც ზღვარი, მაგრამ ამ ადამიანებმა ყველა ზღვარს გადააბიჯეს, ყველანაირი წითელი ხაზი გადაკვეთეს იმის გამო, რომ ხედავენ, არჩევნებში დამარცხდებიან. იმიტომ საუბრობენ რევოლუციურ გზებზე, გადატრიალებაზე, დამხობაზე და ა.შ“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მეტი დარწმუნებულია, რომ არჩევნებზე მოქალაქეთა მაღალი აქტივობა იქნება.
„დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე, დარწმუნებული ვარ, მაღალი აქტივობა იქნება და ძალიან ბევრი ადამიანი მივა არჩევნებზე“, – განაცხადა კალაძემ.