კახა კალაძე - „ნაციონალური მოძრაობა“ არის მარგინალური პოლიტიკური პარტია, რომელიც არ არის აქტუალური
თბილისის მერი კახა კალაძე კორექტირებული ბიუჯეტის შესახებ ოპოზიციის კრიტიკას არ იზიარებს. როგორც კახა კალაძემ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა, დედაქალაქის მთავარი საფინანსო დოკუმენტი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებულია.
,,ეს არ არის ოპოზიცია, მოდი დავყოთ, ეს არის მარგინალური პოლიტიკური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“, რომელიც არ არის აქტუალური. ბიუჯეტი გაიზარდა და თანხების მოძიება გახდა შესაძლებელი. დედაქალაქში შემოვა ასი ახალი ევროპული სტანდარტის ავტობუსი, რაც მნიშვნელოვანია. ჩვენ აქტიურად ვაპირებთ ავტობუსების პარკის ბავშვები გავიყვანეთ, მოხდება ამ ბაღების სრულად აღდგენა“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის კორექტირებული ბიუჯეტი საკრებულოს გუშინდელ სხდომაზე დაამტკიცეს. თბილისის ბიუჯეტი 35 მილიონით გაიზარდა და მისი მოცულობა 896 მილიონი ლარით განისაზღვრა.