კახა კალაძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ არსებობს დაპირისპირება, რაც კარგად ჩანს, ყოველდღიურად ვხედავთ, დარწმუნებული ვარ, კიდევ მეტი პრობლემა იქნება ამ მიმართულებით
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის დაპირისპირება, რაც ცხადად ჩანს.
მისივე თქმით, დარწმუნებულია, „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაპირისპირება გაგრძელდება.
„გამიჭირდება შეფასების გაკეთება, თუმცა ერთი რამ ცხადია, ჯანსაღი სიტუაცია არ არის. არსებობს დაპირისპირება და ეს დაპირისპირება ზედაპირზეა, ძალიან კარგად ჩანს, ყოველდღიურობაში ვხედავთ. დარწმუნებული ვარ, რომ ის პროცესები, რაც დაწყებულია დაპირისპირების თვალსაზრისით, შეუჩერებელია და კიდევ მეტი პრობლემა იქნება ამ მიმართულებით“, – აღნიშნა კახა კალაძემ.