კახა კალაძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის შიდაპარტიული ბრძოლა კლანებს შორის, ერთმანეთზე რაღაც კომპრომატებით იმუქრებიან
კახა კალაძე - „ნაციონალურ მოძრაობაში“ არის შიდაპარტიული ბრძოლა კლანებს შორის, ერთმანეთზე რაღაც კომპრომატებით იმუქრებიან

„ნაციონალურ მოძრაობაში“ ერთმანეთზე რაღაც კომპრომატებით იმუქრებიან, ეს არის შიდაპარტიული ბრძოლა კლანებს შორის, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძე აღნიშნავს, არ ინტერესდება „ნაციონალურ მოძრაობაში“ რა დინებებია.

„ერთი რამ არის ცხადი და აშკარა, შიდა დაპირისპირებაა და ისინი ამას საჯაროდაც არ ერიდებიან. ერთმანეთზე რაღაც კომპრომატებით იმუქრებიან და ეს არის შიდაპარტიული ბრძოლა კლანებს შორის. სიმართლე გითხრათ, დიდად არ ვინტერესდები „ნაციონალურ მოძრაობაში“ რა დინებებია, ვინ, ვის, რატომ ებრძვის, ეს მათი გადასაწყვეტია. ჩვენთვის მთავარია,  გავაკეთოთ ჩვენი საქმე, უამრავი გამოწვევაა და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამ გამოწვევებს ღირსეულად ვუპასუხოთ“, – აღნიშნა კალაძემ.