კახა კალაძე - მზად ვართ, ყველა ის რეკომენდაცია შევასრულოთ, რომელსაც დარგის სპეციალისტები გასცემენ
ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც გაიცემა დარგის სპეციალისტების მხრიდან, რა თქმა უნდა, სრული მზადყოფნაა ყოველთვის, რომ შესრულდეს, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
ამასთან, კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თბილისის საბავშვო ბაღების აღსაზრდელების მშობლები საკვები პროდუქტების მიღებას 15 სექტემბრიდან პირველ ოქტომბრამდე შეძლებენ.
„ბაღების დაწყება პირველ ოქტომბრამდე გადაიწია. 15 სექტემბერზე იყო საუბარი, თუმცა სწავლა პირველი ოქტომბრიდან დაიწყება. გუშინ მთავრობის სხდომაზე დავავალე ჩემს მოადგილეს ილია ელოშვილს, რომ ამ ორკვირიან პერიოდში, ის საკვების რაციონი, რაც პატარებს საბავშვო ბაღებში ამ დღეების განმავლობაში უნდა მიეღოთ, მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა სახლში წაიღონ. პირველი ოქტომბრიდან და ახლაც მზაობა ჩვენი მხრიდან იყო. ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც გაიცემა დარგის სპეციალისტების მხრიდან, რა თქმა უნდა, სრული მზადყოფნაა ყოველთვის, რომ შესრულდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.