კახა კალაძე - მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლები სახელფასო ანაზღაურებას ჩვეულებრივად მიიღებენ
მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლები სახელფასო ანაზღაურებას ჩვეულებრივად მიიღებენ, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
კითხვაზე, დაწესებული შეზღუდვების შემდეგ, როდესაც სრულად აიკრძალა მუნიციპალური ტრანსპორტი, მიიღებენ თუ არა ანაზღაურებას მძღოლები, კახა კალაძემ აღნიშნა: „ისინი ჩვენი თანამშრომლები არიან და ჩვეულებრივად მიიღებენ თავის სახელფასო ანაზღაურებას“.
კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში დღეიდან სრულიად აიკრძალა ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილება, როგორც ქალაქებსა და მუნიციპალიტეტების შიგნით, ასევე ქალაქებს შორის. ამასთან, სრულად აიკრძალა თბილისის მეტროთი გადაადგილება.