თბილისის მერი კახა კალაძე დღეს დედაქალაქის მუნიციპალურ ინსპექციას წარადგენს.
თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს სახელი 25 სექტემბერს დედაქალაქის საკრებულოს დადგენილებით შეეცვალა და მუნიციპალური ინსპექცია ეწოდა. დამტკიცდა ინსპექციის დებულებაც.
სახელის ცვლილებასთან ერთად, უწყებას დაემატა გარკვეული ფუნქციები, მათ შორის ხმაურის რეგულირება და მშენებლობებზე ზედამხედველობა.
დედაქალაქის მუნიციპალური ინსპექციის პრეზენტაცია ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 11:00 საათზე გაიმართება.