კახა კალაძე მუხიანში, რაგბის სტადიონზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს გაეცნო 
კახა კალაძე მუხიანში, რაგბის სტადიონზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებს გაეცნო 

მუხიანში მდებარე რაგბის სტადიონზე სარემონტო სამუშაო დაიწყო. დედაქალაქის მერის კახა კალაძის მიერ რამდენიმე დღის წინ გამოთქმული შენიშვნების შემდეგ, კომპანია „საბა კონსტრაქშენმა“ ხარვეზების გამოსწორება დაიწყო.

კახა კალაძე დღეს ობიექტზე მიმდინარე სამუშაოს გაეცნო.

„არსებობდა პრობლემები. კომპანიამ დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები. ახლავე უნდა იყოს გარკვეული მიზეზები, რის გამოც გაფუჭდა აშენებული, რომ შემდგომში აღარ განმეორდეს. მიმდინარე სამუშაოების დროს შეიცვლება მინდვრის საფარიც, მოწესრიგდება გასახდელები, საპირფარეშოები“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

„საბა კონსტრაქშენის“ ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ სამუშაოს ძირითადი ნაწილი ერთ კვირაში დასრულდება.

კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ მუხიანის სპორტულ კომპლექსში არსებულ მდგომარეობას შეურაცხმყოფელი უწოდა.