კახა კალაძე - მთელი გულით ვწუხვარ გამორჩეული თბილისელის, ყველასთვის საყვარელი ადამიანის, გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო
დედაქალაქის მერი კახა კალაძე გელა ჩარკვიანის ოჯახს უსამძიმრებს.
„მთელი გულით ვწუხვარ გამორჩეული თბილისელის, ყველასთვის საყვარელი ადამიანის – გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო.
თბილისს დააკლდა ადამიანი, რომელიც თავისი საქმიანობით, საკუთარი შემოქმედებით ავსებდა და სიცოცხლეს სძენდა ჩვენი ქალაქის ცხოვრებას. საქართველომ დაკარგა ცნობილი დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი, ტელეწამყვანი.
ვიზიარებ გელა ჩარკვიანის ოჯახის, მისი მეგობრების, კოლეგების და მთელი საქართველოს ტკივილს“, – აღნიშნავს კახა კალაძე.
82 წლის ასაკში ქართველი დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი და ტელეწამყვანი გელა ჩარკვიანი გარდაიცვალა.