კახა კალაძე მთავრობის მიერ ლობისტურ კომპანია „ჩართველ სთრათეჯი გრუფთან“ თანამშრომლობის გაგრძელებას მიესალმება
დედაქალაქის მერი კახა კალაძე საქართველოს მთავრობის მიერ ლობისტურ კომპანია „ჩართველ სთრათეჯი გრუფთან“ ხელშეკრულების გაგრძელებას მიესალმება.
კახა კალაძის განცხადებით, სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის კონგრესმენებთან, სენატთან და სენატორებთან ურთიერთობა და ინფორმაციის მიწოდება ძალიან მნიშვნელოვანია.
„ამაზე დიდი ხანია მიდიოდა საუბარი. მე მივესალმები ხელშეკრულების გაგრძელებას და ზოგადად ურთიერთობას კონგრესმენებთან, სენატთან, სენატორებთან, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან იცით, ამერიკა არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი ქვეყანა. ჩვენ ძალიან ბევრ მნიშვნელოვან პროექტს ვახორციელებთ ერთობლივად და მე ამ ურთიერთობას, ამ კომუნიკაციას მივესალმები. ეს არის მხოლოდ და მხოლოდ კარგი“,- განაცხადა კალაძემ.
რაც შეეხება კონგრესმენების წრილებს, კალაძე ამბობს, რომ მათთან მეტი კომუნიკაციაა საჭირო.
„მე წინა დღეების განმავლობაში ვისაუბრე ამასთან დაკავშირებით, საჭიროა მეტი კომუნიკაცია, მეტი ინფორმაციის მიწოდება და მისასალმებელია ის პროექტები, რომლებიც სამომავლოდ არის დაგეგმილი“,- აღნიშნა კახა კალაძემ.
ამასთან, კალაძე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის მიერ აშშ-ში დაგეგმილ ვიზიტთან დაკავშირებით აცხადებს, რომ სათქმელი ბევრია და როგორც სენატორებთან, ისე კონგრესმენებთან კომუნიკაცია შედგება.
„სათქმელი არის ძალიან ბევრი იმ არასწორ და არაზუსტ ინფორმაციებზე. სენატორებთან, კონგრესმენებთან კომუნიკაცია მოხდება, მიეწოდებათ დამატებითი ინფორმაცია. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია ეს კომუნიკაცია, ურთიერთობა, დამატებითი ინფორმაციის მიწოდება, რომ არ იყოს მხოლოდ ცალმხრივად მიწოდებული“ ,- განაცხადა კახა კალაძემ.