კახა კალაძე - მთავრობა მუშაობს მშენებლობების, დეველოპერების მიმართულებით მხარდაჭერის პაკეტზე, რაც მალე იქნება წარმოდგენილი
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სამშენებლო სექტორი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვანი კომპონენტია.
ამასთან, მისი თქმით, აღნიშნულ სფეროს დიდი მნიშვნელობა ენიჭება მოქალაქეთა დასაქმების კუთხითაც.
როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მთავრობა მალე წარადგენს სამშენებლო სფეროს მხარდაჭერის პაკეტს.
„სამშენებლო სექტორი ქვეყნის განვითარებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ასევე ადამიანების დასაქმების თვალსაზრისით არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება. მთავრობა მუშაობს, რომ წარმოადგინოს პაკეტი მშენებლობების, დეველოპერების მიმართულებით, რომ მათაც ჰქონდეთ მხარდაჭერა, როგორც ეს იყო სოფლის მეურნეობის, ასევე ტურიზმის სფეროებში. ძალიან მალე ეს ყველაფერი, სრული პაკეტი იქნება წარმოდგენილი“, – განაცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტების კითხვაზე, რომელიც დაუსრულებელი სამშენებლო ობიექტების ზონალური შეთანხმების მოსაკრებლისგან გათავისუფლების საკითხს ეხება.