კახა კალაძე - მთავარი პროკურორის გადადგომა სწორი, კაცური ნაბიჯი იყო
კახა კალაძე - მთავარი პროკურორის გადადგომა სწორი, კაცური ნაბიჯი იყო

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის გამოძიების ბოლომდე მიყვანა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კალაძე დარწმუნებულია, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ, ყველა კითხვას პასუხი გაეცემა.

ამასთან, როგორც თბილისის მერმა აღნიშნა, მთავარი პროკურორ ირაკლი შოთაძის გადადგომა სწორი, კაცური ნაბიჯი იყო.

„რაც შეეხება გუშინ განვითარებულ მოვლენებს, მთავარი პროკურორის გადადგომა სწორი, კაცური ნაბიჯი იყო. როგორც კი გაჩნდა კითხვები მაშინვე მიიღო ეს გადაწყვეტილება, თუმცა თუ არსებობს რაიმე დამატებითი შეკითხვები ამ საქმესთან დაკავშირებით, იცით რომ შექმნილია საპარლამენტო კომისია, რომელიც აუცილებლად დაიწყებს მუშაობას ამ კონკრეტულ საკითხზე. ასევე მუშაობენ შესაბამისი სამსახურები, როგორც პროკურატურა, ისე შინაგან საქმეთა სამინისტრო და თუ არის რაიმე დამატებითი კითხვები დარჩენილი, ყველა კითხვას აბსოლუტურად ამომწურავი პასუხი გაეცემა“, – განაცხადა კახა კალაძემ.