კახა კალაძე - მსოფლიოში უამრავი ადამიანია, ვისაც ჩემთან ფოტო აქვს გადაღებული, თუ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ხდება, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება
მსოფლიოში უამრავი ადამიანია, ვისაც ჩემთან ფოტო აქვს გადაღებული, თუ რაიმე კანონსაწინააღმდეგო ხდება, შესაბამისი რეაგირება მოჰყვება, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონის დამოუკიდებელი მაჟორიტარი დეპუტატის, ანა დოლიძის განცხადებასთან დაკავშირებით აღნიშნა.
ანა დოლიძემ დღეს „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის, გია ვოლსკის საარჩევნო შტაბი თვალთვალში დაადანაშაულა.
„მსოფლიოში უამრავი ადამიანი შეგიძლიათ, მოიძიოთ, ვისაც ჩემთან ფოტო აქვს გადაღებული. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიო სხვადასხვა ქვეყანაში. თუ რაიმე კანონსაწინააღმდეგო და არასწორი ხდება, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება, თუმცა როცა არჩევნებია, ხშირად ხდება, პოლიტიკური თვალსაზრისით, მანიპულაციები“, – განაცხადა კახა კალაძემ.