კახა კალაძე - მშენებლობები მიმდინარეობს ისეთი ფორმით, რომ ეს სერიოზული პრობლემაა და აუცილებლად დავასრულებთ
ბოლო ორი თვის განმავლობაში 47 მშენებარე ობიექტს მშენებლობის ნებართვა შეუჩერდა.
როგორც დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, უკანონო და დარღვევებით მიმდინარე მშენებლობებთან დაკავშირებით მერიის მიდგომა გამკაცრდება.
„თბილისში ბევრია ისეთი მშენებლობა, რომლებსაც აქვს სერიოზული დარღვევები, თუნდაც მშენებლობის ნებართვის არქონა. ამაზე ხვალ ვაპირებ განცხადების გაკეთებას, ამას თავს ნამდვილად ვერ დავუხრით. ვიქნებით ძალიან პრინციპულები, რადგან ეს არის ის, რასაც ვეწინააღმდეგებით თითოეული ჩვენგანი, ეს არის ქალაქის ქაოტური განაშენიანების თვალსაზრისით ერთ-ერთი სეროზული პრობლემა. მშენებლობები მიმდინარეობს ისეთი ფორმით, რომელიც არ უნდა განხორციელდეს, მშენებლობები ნებართვების გარეშე, ეს სერიოზული პრობლემაა და ჩვენ ამას აუცილებლად დავასრულებთ”, – განაცხადა კახა კალაძემ.