კახა კალაძე მსახიობ მარინა ჯანაშიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მსახიობ მარინა ჯანაშიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
„გარდაიცვალა ქართული თეატრისა და კინოს კიდევ ერთი გამორჩეული წარმომადგენელი, ყველასთვის საყვარელი მსახიობი მარინა ჯანაშია. მან თავი დაგვამახსოვრა არა მარტო გამორჩეული სასცენო სახეებით, არამედ სიცოცხლის ისეთი სიყვარულით და ბრძოლისუნარიანობით, რამაც შეაძლებინა, მძიმე ავადმყოფს კვლავაც ეთამაშა საყვარელ სცენაზე. ვწუხვარ და ვიზიარებ მისი ოჯახის, მეგობრების, თეატრალური საზოგადოების დიდ ტკივილს“, – ნათქვამია სამძიმრის წერილში.
მსახიობი მარინა ჯანაშია 71 წლის ასაკში გარდაიცვალა.