კახა კალაძე მოსალოდნელ სამთავრობო ცვლილებებზე გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს
„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართვლოს“ გენერალური მდივანი კახი კალაძე მოსალოდნელი სამთავრობო ცვლილებების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას არ ადასტურებს.
კალაძის თქმით, მმართველ გუნდში სამთავრობო ცვლილებებზე საუბარი არ ყოფილა.
„აღნიშნული ინფორმაცია არ შეესაბამება სიმართლეს. ამასთან დაკავშირებით არ მაქვს ინფორმაცია, ყოველ შემთხვევაში, გუნდში არ ყოფილა საუბარი. მინისტრების ცვლილება პრემიერ-მინისტრის პრეროგატივაა. თუ ამის შესახებ რამე გადაწყვეტილება მიიღება, ცნობილი გახდება“, – განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.