კახა კალაძე - მოქალაქეები გადაწყვეტენ, ვინ როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი პოლიტიკურ ველზე
თბილისის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანის, კახა კალაძის განცხადებით, მოქალაქეები გადაწყვეტენ, ვინ როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი პოლიტიკურ ველზე.
აღნიშნული კომენტარით კალაძემ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, „რამდენად ძლიერი კონკურენტი იქნება გახარიას გუნდი, თუ იქნება „ქართული ოცნების“ დანამატი?“.
„მე ვერ გეტყვით, რა ოპოზიცია და როგორი ოპოზიცია იქნება, ეს დამოკიდებულოა მის გუნდზე, მის მოღვაწეობაზე, შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები გადაწყვეტენ, თუ ვინ როგორ უნდა იყოს წარმოდგენილი პოლიტიკურ ველზე, ვინ უნდა იყოს ქვეყნის ხელისუფლებაში და ვინ – ოპოზიციაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.