კახა კალაძე „მოამბის“ ჟურნალისტის, გიორგი კობერიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს და ოჯახსა და მეგობრებს სამძიმარს უცხადებს
დედაქალაქის მერი კახა კალაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის, გიორგი კობერიძის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
თბილისის მთავრობის სხდომაზე კახა კალაძემ გიორგი კობერიძის ოჯახსა და მეგობრებს სამძიმარი გამოუცხადა.
„მინდა, სამძიმარი გამოვთქვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტის, გიორგი კობერიძის გარდაცვალების გამო. პროფესიონალი ჟურნალისტი გამოაკლდა ქართულ მედიას. ვიზიარებ ოჯახის მწუხარებას, ვუსამძიმრებ ოჯახს, მის ახლობლებს, მეგობრებს. გიორგი ქვეყანაში მიმდინარე არაერთი ფაქტისა და მოვლენის ამსახველი სიუჟეტის ავტორი იყო. ის აქტიურად აშუქებდა დედაქალაქში განსახორციელებელ პროექტებს, მიმდინარე სამუშაოებს და, რა თქმა უნდა, ყველას გული დასწყვიტა. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ ოჯახს“, – განაცხადა კალაძემ.
„მოამბის“ ჟურნალისტი გიორგი კობერიძე 24 აგვისტოს გარდაიცვალა.