ჩემთვის, როგორც ქალაქის მერისთვის მნიშვნელოვანია, რომ ვქმნით ახალ სამუშაო ადგილებს, – ამის შესახებ კახა კალაძემ სასტუმრო „ჰილტონის“ პრეზენტაციისას განაცხადა.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, თბილისში ახალი სასტუმრო “ჰილტონი” აშენედება და რაც მთავარია ძველი ისტორიული იერსახე შენარჩუნდება.
მისივე თქმით, თანამედროვე ტიპის სასტუმრო იქნება საუკეთესო ადგილი სტუმრების მისაღებად.
„დღეს ძალიან მნიშვნელოვან პროექტს ჩაეყარა საფუძველი. ეს შენობა-ნაგებობა დაახლოებით 10 წელია არ ფუნქციონირებდა. იყო გარკვეული საინვესტიციო ჯგუფი, კონკრეტული პროექტით თუმცა, მათ ვერ შეძლეს, ვერ განახორციელეს და დღეს უკვე საფუძველი ჩაეყარა ამ პროექტს, რომელიც 2020 წელს უნდა დასრულდეს. სასტუმრო ხუთ ვარსკვლავიანი იქნება, გარდა იმისა, რომ ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ადგილი ჩვენს დედაქალაქში, სადაც შეგვეძლება სტუმრის მიღება, ჩემთვის როგორც ქალაქის მერისთვის მნიშვნელოვანია, რომ ვქმნით ახალ სამუშაო ადგილებს, მშენებლობის პროცესში დაახლოებით 500 ადამიანი იქნება დასაქმებული, როდესაც დასრულდება მშენებლობა და ექსპულატაციაში შევა „ჰილტონის“ სასტუმრო, დაახლოებით მუდმივი 300 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. პროექტი საინტერესოა იმით, რომ შერწყმა ხდება ძველის და ახალის. შენობა, რომელიც დარჩენილია მას შეუერთდება ახალი თანამედროვე შენობა, ძველის და ახლის სინთეზი”, – განაცხადა კალაძემ.