კახა კალაძე - მნიშვნელოვანია, ახლა ერთიანი ძალისხმევით შევუდგეთ საქმის კეთებას
კახა კალაძე - მნიშვნელოვანია, ახლა ერთიანი ძალისხმევით შევუდგეთ საქმის კეთებას

ხალხს აქვს მოლოდინი, რომ რეფორმები, რომელიც დაანონსებულია მნიშვნელოვნად წაადგება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ სამინისტროების გერთიანების საკითხზე კომენტირებისას განაცხადა.

როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, მამუკა ბახტაძის ხედვა, რომელიც წარადგინა, მისასალმებელია.

„მნიშვნელოვანია, ახლა ერთიანი ძალისხმევით შევუდგეთ საქმის კეთებას. ხალხს აქვს მოლოდინი, რომ რეფორმები, რომელიც არის დაანონსებული მნიშვნელოვნად წაადგება ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას, ეკონომიკურ წინსვლას, რომ ის კეთილდღეობა, რაზეც ჩვენ ვსაუბრობთ, აისახოს თითოეულ მოქალაქეზე. ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმა, რომელიც დაანონსდა, მობილურობა, ეფექტურობა, სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება, ეს სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას“, – განაცხადა კალაძემ.

პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დღეს განაცხადა, რომ მთავრობის სტრუქტურაში 10 სამინისტრო და ერთი სახელმწიფო მინისტრის აპარატი დარჩება.