კახა კალაძე - მნიშვნელოვანი იყო პრემიერის პრეზენტაცია, თუ რა გაკეთდა ბოლო წლებში, დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ყველა გამოწვევას, სირთულეს ღირსეულად უპასუხებს
დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ყველა გამოწვევას, სირთულეს ღირსეულად უპასუხებს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.
ამასთან, კახა კალაძის თქმით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წლიური ანგარიში შეაფასა.
„ძალიან მნიშვნელოვანი იყო პრემიერ-მინისტრის შეჯამება, პრეზენტაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა გაკეთდა ბოლო წლების განმავლობაში. ზოგადად, შედარებისთვისაც ძალიან კარგია, საზოგადოებამ იცოდეს, რა ხდებოდა ქვეყანაში, რა ვითარება იყო და 2012 წლის შემდეგ რა როგორ შეიცვალა. ყველა კომპონენტში, ყველა მიმართულებით არის წინსვლა, განვითარება. ცხადია, ჯერ კიდევ რჩება გამოწვევები, არსებობს პრობლემები, რომლებსაც ღირსეული პასუხების გაცემა სჭირდება. დღეს საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომელიც ყველა გამოწვევას, სირთულეს ღირსეულად უპასუხებს. კიდევ ერთხელ მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ადამიანს, ვინც არის ქვეყნის სამსახურში, ემსახურება ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას. გამოწვევებზე, რომლებიც არსებობს, მომდევნო წლების განმავლობაში ღირსეული პასუხი იქნება გაცემული“, – განაცხადა კახა კალაძემ.