კახა კალაძე - მმართველ პარტიას არასდროს უთქვამს უარი დიალოგზე, მზად ვართ, საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით დავსხდეთ მაგიდასთან
მივესალმები ამ მოწოდებას, გუშინაც განცხადებები იყო გაკეთებული ჩვენი მხრიდან, რომ მმართველ პარტიას არასდროს უთქვამს უარი დიალოგზე, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა, რითაც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა, რომლებიც პარტიებს მოუწოდებენ, მოლაპარაკება დაიწყონ.
ამასთან, როგორც კალაძე ამბობს, მმართველ პარტიას ოპოზიციასთან დიალოგზე უარი არასდროს უთქვამს.
„მივესალმები ამ მოწოდებას, გუშინაც განცხადებები იყო გაკეთებული ჩვენი მხრიდან, რომ მმართველ პარტიას არასდროს უთქვამს უარი დიალოგზე. მზად ვართ, ჩვენი მეგობარი ქვეყნების ჩართულობით, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულბით, რა თქმა უნდა, დავსხდეთ მაგიდასთან და ეს ყველაფერი ცივილურ ფორმაში გადაწყდეს და არა დამხობებით და გადატრიალებებით, – განაცხადა კახა კალაძემ.