კახა კალაძე - მკვდარი მკვდარს რომ აეკიდება, ეს არის ქართული ოპოზიციის დღევანდელი რეალობა
თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ქართული ოპოზიციის გაერთიანებას პერსპექტივა არ გააჩნია.
მისივე თქმით, საარჩევნო ბარიერის გადალახვის შესაძლებლობა, მაქსიმუმ, ორ პარტიას ექნება.
„ნულს რომ ნული მივუმატოთ, ხომ არაფერი შეიცვლება? ეს არის ქართული ოპოზიციის დღევანდელი რეალობა. მკვდარი მკვდარს რომ აეკიდება, ესაა მათი მოცემულობა. მათი მთავარი ამოცანა იქნება, როგორმე მიუახლოვდნენ საარჩევნო ბარიერს და მოახერხონ მისი გადალახვა, რომელსაც შეძლებს ალბათ ერთი ან, მაქსიმუმ, ორი პოლიტიკური პარტია. ეს არის მათი დღევანდელი რეალობა. არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, გაერთიანდებიან თუ არ გაერთიანდებიან, ცალ-ცალკე მიიღებენ მონაწილეობას თუ ასე შემდეგ“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.